Accentnews.ge
თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა

12/04/2020 19:06:20 საზოგადოება

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდასაჭერად, თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა.

„საქართველოს სჯერა ბრიტანეთის გამარჯვების! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! – ამ მესიჯს საქართველო ბრიტანელ ხალხს უგზავნის“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

რამდენიმე დღის წინ საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ, ესპანელ, ფრანგ და ამერიკელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და აშშ-ის დროშების ფერებში გაანათა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ახალი კორორნავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასებს გადააჭარბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S