Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

12/04/2020 17:43:51 საზოგადოება

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ გვერდზე stopcov.ge–ზე განთავსდა. ამდენად, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 257 გახდა. მათგან 67 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, უცხოეთში კორონავირუსი საქართველოს სამ მოქალაქეს დაუდასტურდა, რომლებიც ამჟამად საქართველოში მკურნალობენ. ორი უცხოელი კი, რომელსაც დიაგნოზი საქართველოში დაუდგინდა, სამშობლოში გაემგზავრა. ამდენად, ქვეყანაში სადღეისოდ 183 დადასტურებული აქტიური შემთხვევაა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4872 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 453.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S