მამა ანდრია – მაქარაშვილზე: "მრევლმა და ეკლესიამ წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს, როდესაც სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ ასეთი გეგმები არსებობს"
12/04/2020 16:08:38 საზოგადოება
საპატრიარქოს პრეს–ცენტრის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული გეგმები არსებობს და მიიჩნევს, რომ ასეთ დროს "მრევლმა და ეკლესიამ წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს".
"დღეს დაავადებათა ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მრევლმა და ეკლესიამ შესაბამისი წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს, როდესაც ასეთი გათვლები და გეგმები არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ. დღემდე სახელმწიფოს წარმატებული და ეფექტური ქმედებები, საერთო მცდელობით და ღვთის შეწევნით საბოლოო გამარჯვებით უნდა დასრულდეს", წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში და სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის "პოსტს" აქვეყნებს:



