Accentnews.ge
კორონავირუსი თბილისში კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა

კორონავირუსი თბილისში კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა

12/04/2020 16:01:31 საზოგადოება

საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა. პაციენტი კლინიკა "თიმის" თანამშრომელია. აღნიშნულის გამო იზოლაციაშია კლინიკის დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი. ინფიცირებული ექიმი პროფილურ კლინიკაშია გადაყვანილი.

რაც შეეხება კლინიკა "თიმში" მყოფ პაციენტებს. მათი ნაწილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ხოლო 7 მძიმე პაციენტი, კლინიკის დირექტორის თქმით, ადგილზე რჩებიან და მათთან კლინიკის ის ექიმები მუშაობენ, რომელთაც ინფიცირებულ ექიმთან შემხებლობა არ ჰქონიათ.

"დავიწყეთ კონტაქტების მოძიება, მათ შორის მეც ახლა ვიმყოფები კარანტინში", - განაცხადა კლინიკის დირექტორმა გიორგი კაჭახიძემ.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 109 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 700 000–ს გადააჭარბა, 407 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S