Accentnews.ge
"ქობულეთში ინფიცირებულის 203 კონტაქტი გამოიკვეთა, მათგან 20–ს კორონავირუსი დაუდასტურდა"

"ქობულეთში ინფიცირებულის 203 კონტაქტი გამოიკვეთა, მათგან 20–ს კორონავირუსი დაუდასტურდა"

12/04/2020 09:52:29 საზოგადოება

"ქობულეთში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 203 პირი გამოიკვეთა, საიდანაც ამ ეტაპზე კორონავირუსი 20 მათგანს დაუდასტურდა", – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მობილიზებულია მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც მკაცრ კარანტინში მოქცეული სოფლების ყველა მცხოვრებს ჩაუტარებს თერმოსკრინინგს.

დღეს აჭარაში ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ერთი კი იმპორტირებული შემთხვევაა. დადებითი ანალიზი მარნეულის მკვიდრს დაუდასტურდა, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა, იგი თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა.

აჭარაში სულ 25 ინფიცირებული რჩება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 63 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S