Accentnews.ge
"მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. ღმერთი მოწყალეა, მაგრად იდექით!"

"მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. ღმერთი მოწყალეა, მაგრად იდექით!"

12/04/2020 09:20:14 საზოგადოება

"მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს", – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას. მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება უფალს და მადლობა უფალს. ღმერთი გვაძლევს ჩვენ ძალას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბზობა ეს დიდებული დღესასწაულია და მე ვიტყოდი, ეს არის ადამიანის გამოცდა, ადამიანის განწმენდა. როცა ჩვენ ვხვდებით ასეთ განსაცდელებს, როგორიც ახლა არის, ჩენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი, რომელიც გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით, მადლობით მივიღებთ ამას, უფალი ძალას მოგვცემს , რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი. მაგრამ ისაც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული. ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგცემს შენ სიხარულს და ძალას, რომ ავიტანოთ ეს განსაცდელი.

გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას, გილოცავთ განწმენდას, ეს არის ჩვენი განწმენდა. უფალმა ძალი ერსა თვისსა მისცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. მაგრად იდექით! აი, სხვები ლაპარაკობენ უცხოეთში, რომ ქართველმა ხალხმა ვაჟკაცურად მიიღო ეს განსაცდელიო, სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, თვითონ ვიცით, რომ ქართველი ადამიანი ძლიერია სულით. გაგაძლიეროთ უფალმა, უფალმა ძალა მოგცეთ, გაკურთხოთ“,- ბრძანა პატრიარქმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S