Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი განიკურნა

12/04/2020 07:23:05 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან 63 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 405 პირი.

ინფორმაციისთვის: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 63 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე, ორი პირი, კი რომლებსაც კორონავირუსი საქართველოში დაუდასტურდათ, სამშობლოში გაემგზავრა. ამდენად, უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში 187 აქტიური შემთხვევაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S