Accentnews.ge
საკარანტინო ზონად საქართველოს კიდევ რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული გამოცხადდა

საკარანტინო ზონად საქართველოს კიდევ რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული გამოცხადდა

12/04/2020 07:00:13 საზოგადოება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში საკარანტინო ზომები შემოიღეს. სპეციალური ღონისძიებები შეეხო: გვარას, მუხაესტატეს, ლეღვას, წყარუკას.

ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია სესვლა და გამოსვლა. რეჯიმის აღსრულებას თავდაცვის და შს სამინისტროს ძალები უზრუნველყოფენ. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს შეეძლებათ.

ადგილობრივებს ექნებათ სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების განხორციელების უფლება, თუ მსგავსი შემთხვევებისთვის შექმნილ პროტოკოლს დაიცავენ.

როგორც პრემიერ–მინისტრის პრეს–სპიკერმა განაცხადა, ადგილზე დაწყებულია თერმოსკრინინგი და დასახდელებული ადმინისტრაციული ერთეულების ყველა მოსახლე შემოწმდება. მოსახლეობის საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე კი ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს.

მანამდე სპეციალური ღონისძიებები მოქმედებდა მარნეულის, ბოლნისის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S