Accentnews.ge
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

12/04/2020 06:30:47 საზოგადოება

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 24 საათის განმავლობაში კი – 19. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ გვერდზე stopcov.ge–ზე განთავსდა. ამდენად, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 252 გახდა. მათგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, უცხოეთში კორონავირუსი საქართველოს სამ მოქალაქეს დაუდასტურდა, რომლებიც ამჟამად საქართველოში მკურნალობენ. ორი უცხოელი კი, რომელსაც დიაგნოზი საქართველოში დაუდგინდა, სამშობლოში გაემგზავრა. ამდენად, ქვეყანაში სადღეისოდ 190 დადასტურებული აქტიური შემთხვევაა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4929 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 405.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S