Accentnews.ge
"დღეს ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით"

"დღეს ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით"

11/04/2020 08:46:14 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, დღეს ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტები დღეს ან ხვალ გაეწერებიან კლინიკიდან.

"ჩვენს კლინიკაში 2 ინფიცირებული ორსულია. მათი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე, როგორც ქალბატონების, ისე ნაყოფების, სტაბილურია. ერთ ქალბატონთან გუშინ გავიდა 14 დღე და მოვიდა უარყოფითი პასუხი. დღეს განმეორებით გაიგზავნება ანალიზი და თუ დღის ბოლომდე მოვიდა უარყოფითი პასუხი, ქალბატონი გაეწერება ბინაზე. დღეს ველოდებით უკვე 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას.

ამასთანავე, იცით, რომ გვყავს სამი მოზარდი, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არც ერთ მათგანთან კოვიდითვის დაახასიათებელი კლინიკა არ ვლინდება.

დანარჩენი პაციენტები მოთავსებულები არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ტარდება მონიტორინგი. იცით, რომ აქედან 37 პაციენტთან დადასტურებულია კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პნევმონიის სურათი. გრძელდება მკურნალობა და მოიტორინგი,“-განაცხადა ლევან რატიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S