ლენტეხში ინფიცირებული ოთხი პირი თბილისში გადმოიყვანეს
11/04/2020 06:20:35 საზოგადოება
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხივე მკვიდრი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, გვიან ღამით თბილისში გადმოიყვანეს.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, სამი ინფიცირებული საუნივერსიტეტო კლინიკაში, მცირეწლოვანი ბავშვი კი, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
გუბერნატორის ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებთან ახლო კონტაქტში მყოფ მოქალაქეებთან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჯერ არ გამოვლენილა.
ცნობისთვის: ლენტეხის ხუთ მკვიდრს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული. მუნიციპალიტეტში იგივე წესები მოქმედებს, რაც ბოლნისსა და მარნეულში.


