Accentnews.ge
საქართველოს ელჩი თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს ელჩი თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

11/04/2020 06:14:16 საზოგადოება

საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. მიმართვაში ელჩი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 12 აპრილის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

„აღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება 3150 თურქული ლირის ოდენობით.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, - ნათქვამია ელჩის მიერ მოქალაქეებისთვის მიმართვაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S