Accentnews.ge
ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენელი: "გაჩნდა შანსი, ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ"

ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენელი: "გაჩნდა შანსი, ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ"

10/04/2020 18:45:26 საზოგადოება

ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსის შოთა ცანავას განცხადებით, არსებობს შანსი, ეპიდემიამ საქართველოში ნაკლები დანაკარგით გადაიაროს.

„ეს შანსი გაჩნდა – ვხედავ, რომ არის შანსი, ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ. რაც შეეხება საკითხს, ეპიდემიამ გადაიარა თუ არა, ახლა პიკზე ვართ თუ არა და ა.შ, ეს პროფესიული საკითხებია. ამას ჩვენ – ეპიდემიოლოგები, ექიმები განვსაზღვრავთ და გეტყვით. საზოგადოებას არ ვუმალავთ ჩვენ არც ერთ ნაბიჯ. ეპიდემიამ უნდა გადაიაროს, სხვა გზა არ არის, უნდა გადაიაროს, მაგრამ რის ხარჯზე, რა ხარჯზე, რა დანაკარგებით, რა შენაძენით, ამას განვსაზღვრავთ“,- განაცხადა ცანავამ პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, კორონავირუსის გამოწვევაზე საქართველოს პასუხი ადეკვატური იყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისი ქვეყანაში შემოჭრა ყოფილიყო პროგნოზირებადი და არა მოულოდნელი, თუმცა ახლა ჯერი საზოგადოებაზეა.

"ჩვენ ქვეყანაში განხორციელდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც თავიდან აგვაცილებდა დარტყმის შედეგებს", – განაცხადა ცანავამ და დასძინა, რომ თუ პროცესებში საზოგადოება არ ჩაერთვება, არ გაითვალისწნებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს, ეს უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება:

"უღრმესი მადლობა ტაშისთვის, მაგრამ ახლა თქვენც უნდა იშრომოთ და აღასრულოთ რეკომენდაციები!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S