ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 7 343 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
10/04/2020 17:18:56 საზოგადოება
ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 7 343 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში დაფიქსირდა ვირუსით გარდაცვალების 1 153 ფაქტი.
ინფორმაციას CNN ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 473 093 შემთხვევაა დადასტურებული.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფექციას უკვე ემხვერპლა 17 836 ადამიანი.


