საქართველოში კორონავირუსის 234 დადასტურებული შემთხვევაა
10/04/2020 15:21:16 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4908 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 429 პირი.
ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 234 ადამიანიდან 54 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.


