Accentnews.ge
მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ სრული კარანტინი ლენტეხშიც ამოქმედდა

მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ სრული კარანტინი ლენტეხშიც ამოქმედდა

10/04/2020 15:00:32 საზოგადოება

ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკარანტინე ზონად გამოცხადდა,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის პრეს–სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა განაცხადა, იმოქმედებს იგივე ზომები, რაც მარნეულსა და ბოლნისში, მიზანი კი შიდა გავრცელების ხელის შეშლაა.

ჩიქოვანის თქმით, გადაწყვეტილების საფუძველი რაიონიდან მიღებული ცნობები, ეპიდემიოლოგებისა და მედიკოსების რეკომენდაციები გახდა.

"დღეიდან ლენტეხში აკრძალული იქნება შესვლა და გამოსვლა. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, გადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭიროებისთვის, როგორიც არის საკვების და მედიკამენტების შეძენა და სამედიცინო მომსახურეობის მიღება. სპეციალური პროტოკოლის დაცვით, რაიონის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, საგაზაფხულო სამუშაოები აწარმოოს.ლენტეხის რაიონში იმოქმედებენ ადგილობრივი მედიასაშუალებები, სხვა მედიასაშუალებებს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული მასალის გამოყენების სესაძლებლობა ექნებათ. შესასვლელ და გამოსასვლელ პუნქტებს გააკონტროლებენ შსს–ს და თავდაცვის ძალები

უზრუნველყოფილი იქნება ყველა ის საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკვები პროდუქტების თვალსაზრისით აქვს. არსებული მექანიზმებით, ამ მუნიციპალიტეტში არანაირი ფორმით არ შეფერხდება საკვები პროდუქტების მიწოდება. ამას ყველაფერს კოორდინაციას გაუწევს საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი",– განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის: ორი დღის წინ ლენტეხში ახალი ტიპის კორონავირუსი 53 წლის კაცს დაუდასტურდა. ასევე ინფიცირებულია მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ოთხი პირი, მათ შორის – მოზარდი. ირკვევა, რომ ინფიცირებულ კაცს 70–მდე კონტაქტი ჰქონდა როგორც ლენტეხში, ისე ცაგერში, სადაც სამსახურეობრივი ვიზიტით იმყოფებოდა.

კარანტინი ამოქმედებულია მარნეულსა და ბოლნისშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S