Accentnews.ge
"ბზობას წირვა შეთანხმებული წესებით ჩატარდება, როგორც აქამდე"

"ბზობას წირვა შეთანხმებული წესებით ჩატარდება, როგორც აქამდე"

10/04/2020 12:43:00 საზოგადოება

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ბზობის დღესასწაულზე ბზა არ გაიყიდება, ხოლო ლიტურგია საპატრიარქოს მიერ დადგენილი წესებით აღევლინება,– ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიის და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბზას არ გავყიდით, მხოლოდ მათ ვუკურთხებთ, ვინც სახლიდან მოიტანს. რაც შეეხება წირვას ეს შეთანხმებული წესებით ჩატარდება, როგორც აქამდე. საპატრიარქოსთან საკითხი გავლილია და ბზობას ჩვეულებრივად ავღნიშნავთ ზუგდიდის ყველა მოქმედ ტაძარში, დისტანციით და წესების დაცვით“, – განაცხადა მიტოპოლიტმა გერასიმემ.

რაც შეეხება სასულიერო პირების ტესტირების საკითხს, მეუფე გერასიმეს აცხადებს, ის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება:

„სასულიერო პირების ტესტირებას არ ვემხრობი, თუ ასეა, რისკჯგუფია ყველა, ვისაც ხალხთან შეხება აქვს, მაგალითად სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში დასაქმებულები. თუმცა შევთანხმდებით და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მე, როგორც ერთ-ერთი მიტროპოლიტი არ მივესალმები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S