Accentnews.ge
თბილისის მერია:"სანიტარიული ჭრების ფარგლებში, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრება"

თბილისის მერია:"სანიტარიული ჭრების ფარგლებში, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრება"

10/04/2020 11:59:41 საზოგადოება

დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრა გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"დღეიდან თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 400-მდე ზეხმელი და დაავადებული ფიჭვი მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე მავნებელი მწერია გავრცელებული. დედაქალაქში ამ დროისთვის, ჯამში, 40 000-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრა. სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება" - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S