თბილისში რიგ სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოები შეაჩერეს
10/04/2020 11:02:10 საზოგადოება
თბილისში რიგ სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოები შეაჩერეს. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
„კონტროლი ხორციელდება სამშენებლო ობიექტებზე. თბილისის მერმა კახა კალაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 150-მდე სხვადასხვა მშენებლობა. 92 ობიექტზე, სადაც დაკმაყოფილებულია შესაბამისი სტანდარტები, სამუშაო პროცესი გაგრძელდება. ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.


