Accentnews.ge
იმნაძე განმარტავს, საიდან გაჩნდა ეროვნული ბანკის ე.წ. კლასტერი

იმნაძე განმარტავს, საიდან გაჩნდა ეროვნული ბანკის ე.წ. კლასტერი

10/04/2020 09:53:07 საზოგადოება

"ეროვნული ბანკის ე.წ. კლასტერის დაინფიცირება სამუშაო დროს არ მომხდარა", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან პაატა იმნაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის თანამშრომლები კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში დაინფიცირდნენ:

„ჩვენ ჯერ კიდევ ორი თვის წინ მივეცით ყველას რეკომენდაცია, რომ ის, ვინც ვერ გაჩერდება და უნდა იმუშაოს, თანამშრომლები უნდა დაყოს ბრიგადებად. მაგალითად, ეს ხორციელდება ჩვენთან ლუგარის ცენტრში. ერთი ნაწილი მუშაობს ორი კვირა და მეორე ნაწილი იმყოფება მაქსიმალურად კარანტინთან მიახლოებულ პირობებში. ეს არ არის ის კარანტინი, რომელშიც სახელმწიფო იძულებით ათავსებს, ეს არის დამსაქმებლის ტაქტიკა, როგორ მართოს ამ დროს სიტუაცია. ეროვნულ ბანკშიც ასე იყო, მათ გაყოფილი ჰქონდათ თავიანთი თანამშრომლების გრაფიკი და ერთი ნაწილი იყო მოთავსებული კოლექტიურ თვითზიოლაციაში, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ამ კოლექტივში ვირუსის შეტანა. ეს არ მოხდა სამუშაო დროს, ეს მოხდა ამ კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში.

ეს არის დღეს ყველაზე კარგი რჩევა, რომ ძალიან მკაცრი წესები უნდა დაიცვან თვითიზოლაციაში, რომ იქ არ მოხდეს ვირუსის შეტანა. სწორედ ამიტომაა ორკვირიანი ბრიგადები, თუ ერთ ბრიგადას რამე მოუვიდა, მეორე ბრიგადა აგრძელებს მუშაობას და მუშაობის უწყვეტობა შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S