Accentnews.ge
იმნაძე – ქართული წარმოების პირბადეზე: "ექიმმაც კი შეიძლება, გამოიყენოს უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ"

იმნაძე – ქართული წარმოების პირბადეზე: "ექიმმაც კი შეიძლება, გამოიყენოს უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ"

10/04/2020 09:45:20 საზოგადოება

"ქართული წარმოების პირბადები ექიმმაც კი შეიძლება, გამოიყენოს უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.

“რა ვიცი, მერე შეიძლება, დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას იმიტომ, რომ ეგეთი რაღაცები მოსწონს. გახსოვთ ხომ, რა ჰქონდა გამოშვებული? ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ... ამას ერთი მხრიდან აქვს ცხვირის ადგილას მონიშნული ანუ ამას ვერ შეცვლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო, მონიშნული აქვს ის ადგილი ცხვირზე, სად უნდა გაიკეთო. ამიტომ ეს აშკარად უფრო წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე ჩვეულებრივი. სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩემი სამსახური, რომელსაც საშინელი სახელი ერქვა საქართველოში და შავი ჭირი ერქვა და ვმუშაობდით არამარტო შავ ჭირზე, არამედ არბოვირუსებზეც. სწორედ ის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის და დასკვნებს გასცემს, ეს რამდენად დამცავია, მისი ხელძღვანელი არის ბატონი შოთა ცანავა და გელა მგელაძე. ეს ორი ადამიანია, რომელიც თავის დროზე საქართველოში ყვავილის ვირუსზე მუშაობდა - ყვავილის ვირუსზე მუშაობდნენ ასეთი პირბადეებით. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციისგან ძალიან ეფექტურად. ჩვენ ექიმებს ვურჩევთ, იხმარონ რესპორატორი #95 რომ ჰქვია, მხოლოდ იმ დროს, როდესაც ექიმები ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას ანუ სადაც აეროზოლიზაციის რისკი არის მაღალი, დანარჩენ ყველა შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება, გამოიყენოს უპრობლემოდ, არათუ მოსახლეობამ”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S