„ჩვენი ცენტრის აღზრდილი ქართველი ექიმი Covid-19-ის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს“
10/04/2020 09:29:53 საზოგადოება
„ჩვენი ცენტრის აღზრდილი კანადაში მცხოვრები ქართველი ექიმი Covid-19-ის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორია ვაქცინებზე ვერ მუშაობს, მაგრამ ბედნიერები ვართ იმით, რომ ფაქტობრივად ჩვენი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე, რომელიც ამჟამად კანადაში მუშაობს, მსოფლიოში ვაქცინების შემქმნელების ერთ–ერთ ყველაზე უფრო მოწინავე ჯგუფშია. ის მუშაობდა „ებოლას“ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ახლა მისი ჯგუფი მუშაობს Covid-19-ის ვაქცინის შექმნაზე. იგი ძალიან ნიჭიერი კაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს“, – განაცხადა იმნაძემ.


