მარნეულსა და ბოლნისის რეგიონების მოსახლეობის ხელმეორედ შემოწმება მიმდინარეობს
10/04/2020 09:26:19 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის მარნეულსა და ბოლნისის რეგიონების ხელმეორედ შემოწმება მიმდინარეობს.
როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულსა და ბოლნისში ჩატარდა უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო, სადაც 1 ინფიცირებულიდან გამოვლინდა 150-ზე მეტი კონტაქტი. მისივე თქმით, "ამ 150 კონტაქტიდან დაინფიცირებული აღმოჩნდა მხოლოდ 15 კონტაქტი, რაც საკმაოდ კარგად შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელია".
„სადღეისოდ რეგიონის უკვე მეორეჯერ შემოწმება მიმდინარეობს, ვინაიდან ვიცით, რომ ვირუსს ახასიათებს შედარებით გვიანი გამოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი გამოვლინდეს. მარნეულსა და ბოლნისში დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალბატონი, რომლის ლეტალობის მოლოდინზე პირველი დღიდან საუბრობდნენ ჩვენი ექიმები, დღეს გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


