„230 შემთხვევიდან ინფიცირების წყარო მხოლოდ 3 შემთხვევაშია უცნობი“
10/04/2020 09:16:35 საზოგადოება
„ამ დროისთვის ინფიცირების წყარო მხოლოდ 3 შემთხვევაშია უცნობი“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
„ინფიცირების წყარო ჯერ–ჯერობით სამ შემთხვევაშია უცნობი, როდესაც პირველწყარო ვერ დადგინდა, თორემ შემდეგ ყველა გადაცემა დადგენილია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 230 შემთხვევაა დადასტურებული. 230 ადამიანიდან 52 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.


