პაციენტი, რომლის გამოც მარნეული ჩაიკეტა, კლინიკას ტოვებს
10/04/2020 07:40:50 საზოგადოება
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ე.წ. მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან მყოფი პაციენტი ეწერება.
კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტი, რომელიც თავის დროზე უმძიმეს მდგომარეობაში იყო, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში არის 55 პაციენტი, იცით, რომ ჩვენს კლიკიკაში პირველი პაციენტი კრიტიკული კი არა ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომაროება ამ ეტაპისთვის არის დადებითი, მინდა, ქვეყანას ვაუწყო, რომ გამოჯანმრთელებულია, ქალბატონი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ქალბატონი არათუ კრიტიკული, მისი ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური“ , – განაცხადა რატიანმა.


