ე.წ. ქობულეთის კლასტერს ექვსი ინფიცირებული შეემატა
10/04/2020 07:07:09 საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში კორონავირუსი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფ კიდევ ექვს პირს დაუდასტურდა.
„გუშინ 40 კონტაქტი იქნა მოძიებული, მათგან რვა დაექვემდებარა ტესტირებას და ექვსის პასუხი იყო დადებითი. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ერთი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე და საყურადღებო, სხვების კი სტაბილური. კონტაქტები მოძიებულია რამდენიმე სოფელში და ქალაქ ქობულეთშიც, პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
მისივე თქმით, ინფიცირებულთაგან ორი ქალი ქობულეთის მკვიდრია.
ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ კონტროლი ქობულეთში გამკაცრდეს.


