Accentnews.ge
ახალ ინფიცირებულებს შორის მცირეწლოვანიცაა

ახალ ინფიცირებულებს შორის მცირეწლოვანიცაა

10/04/2020 06:40:04 საზოგადოება

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში დღეს კორონავირუსის ინფექციით დადასტურებული 3 ახალი პაციენტი დაემატათ. მათგან ერთი 6 წლის ბავშვია.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ ნაწილში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 16-ს დადასტურებული აქვს კოვიდ -19. სამი პაციენტი დაემატა დღეს დადასტურებული დიაგნოზებიდან. ამ სამიდან ერთი არასრულწლოვანია. დედამ და 6 წლის შვილმა თურქეთის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის მაღალი ტემპერატურა, ხველა, გამოიხატება პნევმონიის სურათი, მაგრამ მათი სუბიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის კლასტერს, მათგან ჩვენთან ორი ოჯახის წევრი მკურნალობს. დღეს დადასტურებული შემთხვევა კი არის ზრდასრული ახალგაზრდა მამაკაცი," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, მათ კლინიაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორი პაციენტი არის საყურადღებო, ხოლო 18 წლამდე ასაკის სულ 7 პაციენტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S