რატიანის ცნობით, ლენტეხიდან ჩამოყვანილ პაციენტსორმხრივი მწვავე პნევმონია აღენიშნება
09/04/2020 14:11:28 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ცნობით, კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, ასევე უცვლელია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაც. დაწესებულებაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 53 პაცენტი იმყოფება.
რაც შეეხება ლენტეხიდან ჩამოყვანილ პაციენტს, რატიანის თქმით, მას ორმხრივი, მწვავე პნევმონია აღენიშნება და თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.
„პაციენტს ყველა საჭირო ყველა ჩაუტარდა, რაც პროტოკოლით მოწოდებულია. გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია და თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს“,-აცხადებს რატიანი.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 2014 შემთხვევა დასტურდება, მათგან 50 პაციენტი განიკურნა, სამი კი გარდაიცვალა.


