აგრესიული ტესტირება ჟურნალისტებსაც შეეხება
09/04/2020 13:47:28 საზოგადოება
აგრესიული ტესტირება ჟურნალისტებსაც შეეხება,– ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა. როგორც ცნობილია, უკვე გამოქვეყნდა პროტოკოლი, სადაც განსაზღვრულია, რომელი სოციალური ჯგუფები დაექვემდებარებიან აჰრესიულ ტესტირებას.
გოფოძე ამბობს, რომ ტესტირების ახალი ალგორითმით ტესტები ხელმისაწვდომი იქნება მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის ჟურნალისტებისთვის.
„ეს არის მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ესენი არიან ჟურნალისტები, რომლებიც ასევე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ხდება გამოყოფა სხვა ჯგუფებისაც. ეს არის მომსახურების სფერო და ა.შ.“ - განაცხადა ლევან გოფოძემ.


