„22:00 საათზე შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ“
09/04/2020 11:54:27 საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით, 22:00 საათზე, ღია ფანჯრებიდან ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოასმენინონ და დროშები გამოფინონ.
„არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი. დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი გახლავთ: დღეს, 22:00 საათზე, სახლებში მყოფებმა, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია - დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენის“,- ნათქვამია განცხადებაში.


