Accentnews.ge
რამდენმა მოქალაქემ თქვა უარი კომუნალურების სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებაზე

რამდენმა მოქალაქემ თქვა უარი კომუნალურების სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებაზე

09/04/2020 11:49:35 საზოგადოება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მიერ დაფარვაზე უარი უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა.

„პლატფორმა გუშინ გაეშვა რეალურად. გუშინ დღის მეორე ნახევრიდან, შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია პლატფორმის ამუშავებასთან დაკავშირებით. საკმაოდ მაღალია მომართვიანობა. უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა უარი კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მხრიდან გადახდაზე, გამოიჩინეს მათ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა, გადაწყვიტეს, რომ ვინაიდან მათ ეს არ სჭირდებათ, სახელმწიფო მხარდაჭერაზე თქვან უარი. შესაბამისად, ეს თანხა დაიზოგება ბიუჯეტიდან და თვითონ მოქალაქეები გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს“.

მისივე თქმით, პლატფორმა ძალიან მარტივია. კერძოდ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ვებვერდზე მოცემულია ბანერი, სადაც დაინტერესებული პირებს შეუძლიათ მონიშნონ ის კომუნალური კომპანია, რომლის გადასახადის გადახდაზეც უარს ამბობენ.

ამავე დროს, სუბსიდიაზე უარის თქმის ელექტრონული პლატფორმა უკვე ჩართულია და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gnerc.org.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S