Accentnews.ge
ჩაიკეტება თუ არა ლენტეხი – პრემიერის კომენტარი

ჩაიკეტება თუ არა ლენტეხი – პრემიერის კომენტარი

09/04/2020 09:26:29 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია საგანგებო ზომების ქვეყნის მასშტაბით მიღებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ლენტეხში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. ცნობილია, რომ ლენტეხში კორონავირუსი შუახნის კაცს დაუდასტურდა, რომელსაც თბილისში ინფიცირებულ ოჯახის წევრთან ჰქონდა კონტაქტი. თავად ინფიცირებულ კაცს კონტაქტები მრავლად უდასტურდება. მათი მოძიება ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

"ტესტირების შედეგებს ველოდებით ლენტეხის კლასტერიდან, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში რეგიონალური კლასტერების რაოდენობა იზრდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება საგანგებო ზომების ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეულ რეგიონებში: ქობულეთში სერიოზული კლასტერია, სერიოზულია მარნეულში, ბოლნისში, გაჩნდა ლენტეხი, სამეგრელოშია რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში. ვნახოთ დღის ბოლოსთვის რა შედეგები გვექნება",– განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S