აშშ–დან 79 ქართველ და 35 სომეხ ბავშვს "სპეციალური საშუალებებით" გამოიყვანენ
09/04/2020 09:17:22 საზოგადოება
აშშ–დან საქართველოში 79 ქართველ მოზარდს დააბრუნებენ,– ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა და აშშ–ის მთავრობასა და საქართველოში აშშ–ის საელჩოს მადლობა გადაუხადა.
„ერთი კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ და ერთობლივად მივიღე გადაწყვეტილება, რომ 79 ქართველ მოსწავლე ფაქტობრივად, სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან. მათმა მშობლებმაც იგივე სურვილი გამოთქვეს. ხვალ აშშ–დან დოჰაში შედგება რეისი, რეისის უზრუნველყოფას საკუთარ თავსე იღებს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან ბილისში ბავშვების საქართვლოში ჩამოყვანას საქართველოს მთავრობა“,– განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ამავე რეისით ქართული მხარე ჩამოიყვანს სომხეთის 35 მოქალაქე ბავშვს.


