Accentnews.ge
"კლინიკაში მოთავსებულია 5 მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა"

"კლინიკაში მოთავსებულია 5 მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა"

09/04/2020 06:46:26 საზოგადოება

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული ხუთი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა,– ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა ნინო ალხაზიშვილმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მკურნალობს 55 პაციენტი, აქედან 13 არის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ამ 13 პაციენტიდან 5-თან არის პნევმონია, ანუ შედარებით საყურადღებო პაციენტები არიან, მაგრამ 1 განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა. ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებულია 5 მცირეწლოვანი პაციენტი და მათი მდგომარეობაც საყურადღებოა,“ - განაცხადა ნინო ალხაზიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე კვლევა კიდევ 13 პაციენტს ჩაუტარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S