საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა
09/04/2020 06:15:41 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა სამით გაიზარდა და 214 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353 პირი.
214 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.


