სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება
09/04/2020 05:35:39 საზოგადოება
სოციალურ ქსელში ახალ კორონავირუსთან (Covid-19) დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ტექსტის მიხედვით, გარკვეული პირები დაიწყებენ ოჯახებში სიარულს და მოქალაქეებს შესთავაზებენ ტესტის გაკეთებას, რომლის მერეც მოხდება მათი დაინფიცირება.
ცრუ შეტყობინების ავტორები წერენ, რომ ვაქცინა გამოიწვევს ადამიანების სიკვდილს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არ არსებობს ვაქცინა, რომელიც გამოიყენება Covid-19-ის წინააღმდეგ და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.


