StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 100 მილიონით გაიზარდა
08/04/2020 20:36:45 საზოგადოება
საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის ოდენობა დღეს მთელი 100 მილიონი ლარით გაიზარდა და ის ამ დროისთვის 124 543 899 ლარს შეადგენს. შესაბამისი ცვლილება ფონდის ანგარიშზე ცოტა ხნის წინ აისახა.
შემომწირველებს შორის ფონდი „ქართუც“ ფიქსირდება.
„აქცენტი“ ცდილობს გარკვევას, რომელმა ორგანიზაციამ/ფიზიკურმა პირმა განახორციელა 100 მილიონი ლარის შემოწირულობა.
StopCoV ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.


