ლენტეხში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
08/04/2020 20:22:49 საზოგადოება
ქვემო სვანეთში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია შუა ხნის მამაკაცი. ინფიცირების წყაროდ მამაკაცის და სახელდება, რომელსაც ვირუსი ქმრისგან გადაედო. სავარაუდოდ, ინფიცირების ხაზი ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება.
„ცხელების ცენტრში“ არიან გადაყვანილები დაინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები, მათ შორის – დედა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.
როგორც ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი აცხადებს, ამ დროისთვის მამაკაცის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.
„საკმაოდ ბევრია კონტაქტები – 50-ზე მეტი ამ ეტაპზე. აღნიშნული შემთხვევის გამო ვფიქრობთ, ლენტეხში გავამკაცრებთ ზომებს “,- განაცხადა ლენტეხის მერმა.
ცნობისთვის: ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2011 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.


