"საფარის" ინფორმაციით, ექიმმა კარანტინში მოთავსებული ქალი შეავიწროვა
08/04/2020 19:18:09 საზოგადოება
კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას ინფორმაციით, ექიმმა კარანტინში მყოფი ახალგაზრდა ქალი შეავიწროვა. ქალის ინტერესებს "საფარი" წარმოადგენს.
პატარია ამბობს, რომ ინციდენტი მარტის ბოლოს მოხდა.
“რეალურად, სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ექიმმა ამ ქალს მოსთხოვა, რომ გაეხადა ფილტვების მოსასმენად. ამ გოგონამ სრულ გაშიშვლებაზე უარი განაცხადა. მას შემდეგ, რაც ფილტვებს მოუსმინა და ლიფი შეუხსნა, ექიმმა პაციენტს მოსთხოვა, დაწოლილიყო, რათა სახსრები დაწოლილ მდგომარეობაში გაესინჯა. პროცესშიც, როდესაც სახსრებს "უსინჯავდა”, არაერთხელ ჰქონდა ადგილი ძალიან არასასიამოვნო შეხებას”, – განაცხადა პატარაიამ.
როგორც პატარაია ამბობს, მან რამდენიმე ექიმთან გაიარა კონსულტაცია და სახსრების შემოწმების ფაქტი პირისთვის, რომელიც საკარანტინე პირობებშია, თუმცა არაფერი აწუხებს, გასაკვირი აღმოჩნდა:
"შევეცადეთ, გაგვერკვია, რა სტანდარტი გამოიყენება ვირუსზე შემოწმების დროს. მაქსიმუმ, ესაა ტემპერატურის გაზომვა, ფილტვების ფილტვების მოსმენა და შემდგომ უკვე რენტგენი. არანაირ სახსრებზე არაა საუბარი".
პატარაიას თქმით, შემთხვევის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა, გამოიკითხა ექიმი, რომელმაც დაადასტურა კარანტინში მოთავსებული ქალის მსგავსი მეთოდით შემოწმების ფაქტი.
მისი ცნობით, ომბუდსმენმა მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს და სამედიცინო რეგულირების სააგენტოს, თუმცა მათგან :არანაირი სიახლე არაა".
"ისინი ამბობენ, რომ აქვთ ძალიან ბევრი საქმე. და როგორც ჩანს, სათანადო ყურადღებას ამ შემთხვევას ამ ეტაპზე არ უთმობენ. ამ სააგენტოს შემთხვევის შესახებ გასულ კვირას ეცნობა. გარკვეული მტკიცებულებები სეგროვებულია ჩვენი მხრიდან და ომბუდსმენიც ძალიან აქტიურად სწავლობს, თუმცა რეგულირების სააგენტო პასიურობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ ვიცით, ამ ექიმს კიდევ ვისთან აქვს სეხება და სხვები ექვემდებარებიან თუ არა სექსუალურ შევიწროებას...
აუცილებელია, ეს კონრკეტული ადამიანი დროებით მაინც ჩამოშორდეს საქმიანობას, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ომბუდსმენის მიერ, ვინაიდან იგი წარმოადგენს საფთხეს სხვა პაციენტებისთვის”,– განაცხადა პატარაიამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ შემოწმების წესი და არსებობდეს შესაბამისი პროტოკოლი, ხოლო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება დროულად მოახდინონ.


