Accentnews.ge
შალვა ტაბატაძე: "აბიტურიენტების გამოცდის თარიღი უნდა გადაიდოს"

შალვა ტაბატაძე: "აბიტურიენტების გამოცდის თარიღი უნდა გადაიდოს"

08/04/2020 19:04:03 საზოგადოება

განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აბიტურიენტებისთვის გამოცდების თარიღის გადაწევა უპრიანი იქნება. ამის სესახებ მან "ფორმულას" ეთერში პანდემიის პირობებში განათლების სისტეაში შექმნილ ვიტარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ორი მთავარი პრობლემა, რასაც ცვლილებებით უნდა გაეცეს პასუხი:

"გარკვეულ მოდელსა და პრიორიტეტებზე უნდა ვიფიქროთ, მით უმეტეს, როცა განათლების სისტემა კრიზისულ მდგომარეობაშია. აქ ორი პრობლემაა, რასაც ცვლილებებით უნდა ვუსპასუხოთ: გავრცელების საშიშროება, რაც უკავშირდება უშუალოდ ივლისში გამოცდის ჩატარებას და მეორე პრობლემაა განათლების საკითხი, ანუ უთანასწორობა, რაც ამ კრიზისში შეიქმნა: აბიტურიენტების ნაწილი დარჩა განათლების მიღმა. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ ალტერნატიულ მოდელებზე, სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ. უპრიანი იქნება, ივლისში გამოცდა არ ჩავატაროთ, რადგან ეს დიდი პროცესია და თარიღი შეიძლება, გადაიწიოს. ასევე რაც მთავარია, საგანმანათლებლო მნიშვნელობა, რაც მისაღებ გამოცდებს ენიჭება. მიუხედავად იმისა რომ არის ონლაინ გაკვეთილები, გვაქვს რეგიონები და სოფლები სადაც ეს ხელმისაწვდომი არაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S