ინფექციონისტი: "დიდი ალბათობით, პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა"
08/04/2020 18:23:41 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ვარაუდობს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უფრო ადრე გვექნება, ვიდრე – ვაქცინა.
„კვლევები მიმდინარეობს და არის ძალიან დამაიმედებელი პროგნოზები. თუმცა, როგორც სპეციალისტები ბოლო ინფორმაციას გვაწვდიან, სავარაუდოდ, ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში. რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატებს, იცდება თხუთმეტამდე პრეპარატი და უფრო დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რომელიმე პრეპარატს უფრო ადრე დაადასტურებს და აღიარებს, როგორც ახალი კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო პირდაპირ ანტივირუსულ საშუალებას. ანუ, დიდი ალბათობით, პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა. თუმცა, ზუსტ ვადებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია“, – განაცხადა პირველი არხის ეთერში გოგინავამ.
მისი თქმით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში: აშშ-სა და ევროპის არა ერთ სახელმწიფოში ძალიან ბევრი კვლევა წარმატებით მიმდინარეობს, რაც დამაიმედებელია.
ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 2011 შემთხვევა დასტურდება, მათგან 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.


