საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა
08/04/2020 18:09:45 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353 პირი.
ინფორმაციისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 211 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.


