ჯანმო-ს გენდირექტორმა გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა
08/04/2020 16:21:50 საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანო გებრეიესუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობას უხდის.

„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ჯანდაცვის მსოფლიო დღეს ქართველი ხალხისა და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისადმი შესანიშნავი გზავნილისთვის. ერთად COVID-19-ის წინააღმდეგ! სოლიდარობა!“, - წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.
7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება.


