Accentnews.ge
რა შემთხვევაში ვარაუდობს ეზუგბაია კორონავირუსის პიკის თავიდან არიდებას

რა შემთხვევაში ვარაუდობს ეზუგბაია კორონავირუსის პიკის თავიდან არიდებას

08/04/2020 15:59:43 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ეტაპობრივი მატება თუ გაგრძელდება, შესაძლოა, პიკური მდგომარეობა ქვეყანამ თავიდან აიცილოს.

„პიკი პიკია, მაგრამ თუ ჩვენ ზომიერი, კონტროლირებადი მატება გვექნება, თქვენთან გამოვდივარ და ვცდილობ ხოლმე ყოველდღიური ანალიზი გავაკეთო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიური მატება ასეთია, 7, 14, შემდეგ ისევ 8, 15. საშუალო მაჩვენებელი რომ გადავიანგარიშე ამ ერთი კვირის განმავლობაში, დღეში 10 პაციენტი გამოდის. თუ ასე გავაგრძელებთ და ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს ძალიან კარგია და პიკური მდგომარეობა აგვშორდება. მატება გვექნება, მაგრამ ისეთი მატება იქნება, რომლის გამკლავება არ გაგვიჭირდება“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ პიკის ასარიდებლად, პრევენციულ ღონისძიებებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა:

„დარჩით სახლში აუცილებლად, უნდა ავარიდოთ თავი თავყრილობებს და რაც არის შეჩერების ღონისძიები, მას სრულყოფილად დავემორჩილოთ“.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 13 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ჯამში 208 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი უცხოელი იყო და თავიანთ ქვეყნებში გაემგზავრნენ, სამი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ფიქსირდება შიდაგავრცელების ფაქტებიც: კარანტინშია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები, ეპიდკვლევა მიმდინარეობს ვანში და შესაძლოა, საკარანტინო ზომები ამ შემთხვევაშიც იქნას მიღებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S