Accentnews.ge
„სიყვარულია, რაღაც ფანატიკური კაპრიზების გამო, მრევლი, რომელიც მათ ბრმად ენდობა, სასიკვდილო საფრთხის წინ დააყენონ?“

„სიყვარულია, რაღაც ფანატიკური კაპრიზების გამო, მრევლი, რომელიც მათ ბრმად ენდობა, სასიკვდილო საფრთხის წინ დააყენონ?“

08/04/2020 11:28:35 საზოგადოება

საპატრიარქოს პრეს–ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს ეკლესიები რამდენიმე კვირის წინ უნდა დაეკეტა, „მართლაც რომ ზრუნავდეს მრევლზე“.

„ჩვენს საპატრიარქოს ეკლესიები რამდენიმე კვირის წინ უნდა დაეკეტა, მართლა რომ ზრუნავდეს საკუთარ მრევლზე და რაღაც მაგიურ კაპრიზებს არ აკეთებდეს. თვით მარნეულშიც კი, სადაც მკაცრი კარანტინია, სახელმწიფო ვერ ახერხებს...ადგილობრივამ ეპისკოპოსმა გიორგი ჯანდელიანმა არ დაკეტა ეკლესია. დღესაც მოუწოდებენ, „მოდით ეკლესიებში, თუ ავად ხართ, აქ განიკურნებითო“. არ უსმენენ ინფექციონისტებს. რას გვეუბნება ქრისტე? „ურწმუნო ეძიებს სასწაულსო“ – ხომ არ შეიძლება, მეათე სართულიდან გადმოვხტეთ, რომ ანგელოზებმა დაგვიჭირონ?! ისტორიულად ეკლესია ხშირად ხვდებოდა ეპიდემიებს და თავადაც აწესებდა კარანტინს. როდესაც საერო ხელისუფალნი გაიქცეოდნენ ხოლმე ქალაქებიდან, ეპისკოპოსები და პატრიარქი აკეთებდნენ კარანტინს. დღეს რას ვხედავთ? ისეთი ეპისკოპოსებიც კი, რომლებიც პროფესიით ექიმები არიან, მაგალითად, ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია, ისიც კი არაფერს ამბობს. ხომ ხედავ, რომ ეკლესიაში დისტანციას ვერ იცავენ? მინდა, გრიგოლ კაციას მოვუწოდო, თავის ეპარქიაში მაინც დაკეტოს ეკლესიები. ეკლესიები დღესვე უნდა დაიკეტოს.

მათ არ იციან ქრისტიანული რწმენა. ქრისტე იმას იტყოდა, წადით, დავირუსდით და დაიხოცეთო? „ისე შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ! ისე გიცნობდნენ გარეშეები, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, რომ ერთმანეთი გეყვარებათო“ –ამას ჯანდაცვის მინისტრი ხომ არ არმობს?! ესაა სიყვარული, რაღაც ფანატიკური კაპრიზების გამო, მრევლი, რომელიც მათ ბრმად ენდობა, სასიკვდილო საფრთხის წინ დააყენონ?

ხელისუფლება და საპატრიარქო ატყუებს მოსახელობას. ხელისუფლება, რომელიც უუნაროა, სურს წარმოაჩინოს, თითქოს რაღაცაში გაიმარჯვა, ამიტომ კონცენტრირება მასმედიის საშუალებით მხოლოდ აღდგომის ლიტურგიაზე ხდება. აღდგომამდე უამრავი დღესასწაულია: ბზობა, დიდი ხუთშაბათი, ლაზარეს აღდგომა – უამრავი შეკრებებია“,– აცხადებს კობახიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S