Accentnews.ge
ბრიტანელი ვეტერინარების რეკომენდაცია კატების პატრონებისთვის

ბრიტანელი ვეტერინარების რეკომენდაცია კატების პატრონებისთვის

08/04/2020 11:09:43 საზოგადოება

ბრიტანელი ვეტერინარები ახალი კორორნავირუსით ინფიცირებულ ან თვითიზოლაციაში მყოფ მეპატრონეებს კატების ქუჩაში არგამოყვანისკენ მოუწოდებენ.

"თუ ამის შესაძლებლობა არის სახლებიდან გარეთ არ უნდა გამოიყვანონ ის კატები, რომელთა მეპატრონეებს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შინ დარჩენამ კატებში სტრესი გამოიწვია, ისინი არ უნდა ვაიძულოთ, სახლებში დარჩნენ. სადღეისოდ ძალიან ცოტა მაგალითია იმისა, როცა ცხოველები Covid-19–ით დაინფიცირდნენ, თუმცა ეს პრეცენდენტი სავარაუდოდ, დაავადების ადამიანიდან ცხოველზე გავრცელების ფაქტს ადასტურებს. მაგრამ, ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კატამ თავისი მეპატრონე Covid-19–ით დააინფიცირა. აღსანიშნავია, რომ კატებისგან განსხვავებით, დღემდე ძაღლებში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დასტურდება. სავარაუდოდ, ვირუსს შეუძლია, კატის ბეწვში არსებობა ისევე, როგორც სხვადასხვა ზედაპირებზე“,– აცხადებენ ბრიტანეთის ვეტერინართა ასოციაციაში და მოქალაქეებს ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S