Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი გლდანში დაწესებულ შეზღუდვებს განმარტავს

ჯანდაცვის მინისტრი გლდანში დაწესებულ შეზღუდვებს განმარტავს

08/04/2020 10:24:32 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გლდანში, ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსთან დაკავშირებით მიღებულ ზომებს განმარტავს. კერძოდ, როგორც ცნობილია, ერთ–ერთ კორპუსში მცხოვრებ სამ პირს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა, ამ დროისთვის კი კორპუსში საკარანტინო წესები მოქმედებს მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რეკომენდაცია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ გაუცია.

„სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების და დევნილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა. ასევე იმისთვის, რომ შეგვექმნა კომფორტილი გარემო ჩვენი ექიმებისთვის, რათა ჩაეტარებინათ მოსაძიებელი ყველა საჭირო ღონისძიება დევნილების მიმართულებით, ასევე დასახლებაში რომ არ შექმნილიყო გლობალური პრობლემა, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ვმსჯელობთ, ისინი დარჩებიან თვითიზოლაციაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილ საკარანტინო ზონებში გადავლენ. ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი“,– განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S