Accentnews.ge
სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზადაა

სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზადაა

08/04/2020 10:10:35 საზოგადოება

სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზადაა,– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზადაა. ეს მკურნალობაც იქნება სიმპტომური, ისევე, როგორც სტაციანარში მკურნალობა ცნობილია, რომ კოვიდის ინფექციის 80% მსუბუქი ფორმისაა. ამ პაციენტების მკურნალობა მოხდება საკარანტინო ზონაში. ექიმები ამასთან დაკავშირებით მუდმივ კონსულტაციას გადიან. ჩვენ ვანახლებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ სხვადასხვა პროტოკოლებს, ვჯერდებით და იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ დავაფიქსირებთ პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას და გამოვლინდება მსუბუქი შემთხვევები, რომლის საკარანტინო ზონებში მართვის საჭიროება იქნება, ჩვენ შეგვიძლია, მათი მკურნალობა დავიწყოთ",– განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S