Accentnews.ge
საქართველოს მთავრობა დამატებითი რეისების და სპეცრეისების დანიშვნის საკითხზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა დამატებითი რეისების და სპეცრეისების დანიშვნის საკითხზე მუშაობს

08/04/2020 10:07:59 საზოგადოება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება და საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს დამატებითი რეისების და სპეცრეისების დანიშვნის საკითხზე.

„სპეცრეისების მიმართულებით უკვე გაცხადებული გრაფიკი არსებობს. ჩვენ გუშინ გვქონდა ათენიდან რეისი და დაბრუნდა საქართველოს 130-მდე მოქალაქე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იყო გაცხადებული და ხშირად გვსაყვედურობენ, რომ არ არის ბილეთი, გუშინ 10 მოქალაქე, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ბილეთი, არ გამოცხადდა ამ რეისზე. ამის გამო მოგვიწია ძალიან სწრაფ რეჟიმში ჩაგვენაცვლებინა ისინი იმ მოქალაქეებით, რომლებიც იდგნენ რიგში. მიუხედავად ამისა, 3 ადგილი მაინც ცარიელი იყო.

მინდა საზოგადებას და ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ იყვნენ მუდმივად ონლაინ რეჟიმში კავშირზე საელჩოებთან და საკონსულოებთან.

10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაკას რეისი და 130-მდე მოქალაქე დარუნდება. ასევე, 12 და 14 აპრილს ბერლინიდან და ამსტერდამიდან განხორციელდება რეისი. მგზავრთა რაოდენობის შესახებ დამატებით გაცნობებთ, რადგან ბილეთების გაყიდვა ორი დღით ადრე დაიწყება. ასევე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კიდევ 3 დამატებითი რეისი დაინიშნა. მათ შორის თელავივიდან, რომელიც 18 აპრილს განხორციელდება, ასევე რომიდან და ბარსელონადან 24 და 27 აპრილს. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ დამატებითი რეისების და სპეცრეისების შესახებ და რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S