ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებს მიაწოდეს – სად და რა ფასში შეძლებთ შეძენას
08/04/2020 09:57:31 საზოგადოება
დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში გაუშვეს,– ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„საწყის ეტაპზე გავუშვით 400 000 პირბადე. დაახლოებით ორი დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ პირბადეები მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს“,– განაცხადა თურნავამ
მრავალჯერადი მოხმარების პირბადეები ხელმისაწვდომი იქნება „პეესპეში“, ავერსში“, „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისი“–ში.
„ყველაზე გვიან – შაბათს, აფთიაქებში ქართული წამოების პირბადეები ხელმისაწვდომი იქნება“,– დასძინა თურნავამ.
ქსელებში მოქალაქეებისთვის პირბადეების ფასი 50 თეთრი იქნება და როგორც თურნავამ აღნიშნა, ეს სუბსიდირებადი ფასია. ხოლო მიწოდების რაოდენობას (დაახლოებით, ერთ პირზე სამი პირბადე) თავად აფთიაქები გააკონტროლებენ.
აფთიაქებში ასევე გაიყიდება სხვა წარმოების პირბადეებიც, თუმცა მოქალაქეებს სეეძლებათ მოიკითხონ დოლბანდის პირბადე.


